შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული ოცნება” გადააყენებს ამ მთავრობას, ვერაფერი ვერ გააკეთეს!- ნაცვლიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40853 
 27 აგვისტო 2019

“დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი რომ დასრულებულია ეს ფაქტია.”,-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს.

“დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი რომ დასრულებულია ეს ფაქტია. დამთავრებულია. ამ მინისტრთა კაბინეტს უკვე აღარავინ აღიქვამს როგორც მთავრობას. აქედან გამომდინარე, ცვლილებები იქნება აუცილებელი. ეს ცვლილებები ჩვენი ოპოზიციაში მყოფი დეპუტატების გარეშეც მოხდება. თვითონ “ქართული ოცნება” გადააყენებს ამ მთავრობას ეს იქნება გარკვეული თვასაზრისით ამოსუნთქვის შესაძლებლობა “ქართული ოცნებისთვის”. მთავრობამ ვერაფერი ვერ გააკეთა”,-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია