შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მარიამობა- სოფლისა და ქალაქის შეხვედრა...საღამოთი ოდის აივანზე ყველა იკრიბება და "ჩას სვამს“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40865 
 27 აგვისტო 2019

მარიამობა, როგორც გურიაში ამბობენ, მარიობა, იყო ზაფხულის წერტილი. წყალში ყინულის ჩავარდნისა და იმ რწმენის გარდა, რომ ამ დღეს ზღვა ადამიანს ითხოვდა, ანუ ვინმე აუცილებლად უნდა დამხრჩვალიყო, ნიშნავდა: ამ დროს ჩამოსული ხალხი მიდიოდა და სოფელი ჩუმდებობდა. მეორე დღეს სადმე მიგდებული კოკა-კოლას ცარიელი თუნუქის ბოთლი ან გახეთქილი და დაფუშული საცურაო რგოლი გვახსენებდა, რომ „აქ იყო ქალაქი“. სახლების ნაწილი რჩებოდა სრულიად ცარიელი, მაგრამ უფრო საინტერესო იყო ის ოჯახები, სადაც ვცხოვრობდით და ამ ცხოვრებას ჩვეულებრივ ვაგრძელდებით. სწორედ ამ ცხოვრების გაგრძელებაა აღსანიშნავი _ რაღაც დიდ და აუცილებელ რუტინაში შესვლის დაზარება, ისევ ძველ ადგილზე დაბრუნება. კაცების მდორე გასვლა ღობის შესაკეთებლად; ქალები დარჩენილ „ყავის ჭიქებს“ რეცხავენ, ბავშვები სკოლის სუნს გრძნობენ... მოკლედ, სხვა სევდაა _ ვერ ვიტყვი რომ ტრაგიკული _ მსუბუქი, მაგრამ განუმეორებელი.

თუ სოფლებში ზაფხულობით ჩაივლით, ადვილად შეატყობთ დასასვენებლად ჩამოსული ხალხის დამხვდურთაგან განსხვავებას. ჩამოსული ქალები, მოხუცები და შუახნისები არიან უფრო მსუქნები და წელში გამართულები, აქვთ შეღებილი თმა და ისეთი ხალათი აცვიათ, ახალგარეცხილობას რომ დაატყობ. ჩამოსული კაცები თამაშობენ ადგილობრივებთან, ოდნავი სიამაყით, და მასპინძლებსაც რაღაც მოწიწებასავით აქვთ, თან სტუმრის ფილტრიანს ეწევიან. ჩამოსული კაცები კიდევ, რაღაც საოჯახო საქმეებში გარევას ცდილობენ, ცოტას მიბარავენ, მოთოხნიანსავით, ან ხეს ფოთოლს წააწყვეტენ. ეს ჩამოსული ხალხი, როგორც წესი, ოჯახის განაყოფია და მერე ქალაქში დასახლებული. ჰოდა, საღამოთი ოდის აივანზე ყველა იკრიბება და „ჩას სვამს“. სოფლისა და ქალაქის შეხვედრის მთავარი სცენაც ესაა.

გიორგი კეკელიძე

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია