შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული ოცნება" დაუპირისპირდა საკუთარ ხალხს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აგვისტო 2019

დავით ჭიჭინაძის თქმით, როდესაც ხელისუფლება არ ასრულებს თავის სააარჩევნო დაპირებებს, ემსახურება მხოლოდ კორპორაციულ ინტერესებს, ხდება მხოლოდ საკუთარი ინტერესების მომსახურე და არ უსმენს ხალხს, ის აუცილებლად შევა ჩიხში. დღეს "ქართველი ოცნება" ჩიხშია შესული და მას 2020 წლის არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება. "ქართული ოცნება" დაადგა ძალიან ცუდ გზას, იგი დაუპირისპირდა საკუთარ ხალხს. მას ჰგონია, რომ ძალისმიერი მეთოდებით და პოლიტიკური რეპრესიებით გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას. ხელისუფლებას, დღეს აწყობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ნულოვანი ბარიერი, იმისთვის, რომ გაურიგდეს პოლიტიკურ ძალებს, უფრო მეტად აწყობს გარიგება "ნაციონალურ მორაობასთან", რომ შემდეგ ხმები მოიპარონ და ერთმანეთში გადაინაწილონ. ეს კარგად აქვთ აპრობირებული და ისევ შეხმატკბილებულები იქნებიან.

"ოცნებას" არ ესმის, რომ მანიპულაციებით ფონს ვეღარ გავა, მან დაკარგა ხალხის ნდობა. დღეს ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდობა, რომელიც ძალიან გააქტიურდა და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. ეს ის ახალგაზრდები არ არინ, ვისაც მხოლოდ პლაკატების გასაკრავად გამოიყენებს, მათი ქუჩაში გამოსვლა ნიშნავს, რომ სწორედ ისინი არიან დღეს მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა. თუ ხელისუფლება ამ ახალგაზრდების ხმას არ შეისმენს, მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებს, კატასტროფულ შედეგს მიიღებს", - აცხადებს "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია