შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვებას "მთავარი ამბები" ერქმევა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აგვისტო 2019

"მთავარ არხზე", რომელიც სულ ცოტახნის წინ დაფუძნდა, მთავარ საინფორმაციო გამოშვებას კვლავ დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი წაიყვანენ. როგორც ნიკა გვარამიას ფეისბუქლაივიდან გახდა ცნობილი, საინფორმაციო გამოშვებას "მთავარი ამბები" ერქმევა.

 

გიორგი გაბუნია კი მისი თქმით "მთავარზე" "ახალ პოსკრიპტუმს" წაიყვანს, თუმცა სახელზე ჯერ სრული თანხმობა არ არსებობს, გვარამია ამბობს, რომ გადაცემას "კვირის მთავარი" უნდა ერქვას, რასაც როგორც გამოჩნდა გიორგი გაბუნია არ ეთანხმება. 
გვარამიას თქმით, "ძალიან მალე გახევენ იმას, საიდანაც წამოვიდნენ". მისივე განცხადებით, "ტვ. იმედს" უნდა ებრძოლონ პირველობისთვის".

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია