შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ რას წაიყვანს “რუსთავი 2”-ის ძველი სახეებიდან ნიკა გვარამიას მთავარ არხზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40891 
 29 აგვისტო 2019

 „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მთავარ არხზე ყვითელი გადაცემები არ იქნება. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე ისაუბრა.

გვარამიას ინფორმაციით, მთავარი საინფორმაციო გამოშვება მთავარი ამბები ეთერში საღამოს ცხრა საათზე გავა. მისივე ცნობით, გიორგი გაბუნია არხზე წაიყვანს გადაცემას, რომელიც პოსტსკრიპტუმის მსგავსი იქნება. გადაცემას კი ახალი პოსტსკრიპტუმი ან კვირის მთავარი ერქმევა.

ნიკა გვარამია ეკა კვესიტაძესთან ერთად ისევ საერთო გადაცემას წაიყვანს. ნანუკას შოუს წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ეთერში ახალი სოციალური გადაცემით გავა. მისი ცნობით, გადაცემა იქნება ადამიანებზე, რომლებსაც საქართველოში უამრავი პრობლემა აქვთ. რაც შეეხება კომედი ჯგუფს, მათ მთავარ არხზე სამი გადაცემა ექნებათ.

მთავარი არხი მაუწყებლობას 9 სექტემბერს დაიწყებს. გვარამია ამბობს, რომ მთავარი არხი მაუწყებლობას, დროებით, ტელეკომპანია „იბერიას" შენობაში დაიწყებს. მისივე თქმით, ისინი „იბერიას" ტექნიკასაც გამოიყენებენ. მანვე აღნიშნა, რომ არხის შენობად დიდ დიღომში მდებარე ასტრაპარკი განიხილება, თუმცა, მოლაპარაკებები ბოლომდე დასრულებული არ არის.

On.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია