საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ომბუდსმენი – არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესია შაბათ-კვირას

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 15 ნოემბერი 2018

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას.

ნინო ლომჯარიას აზრით, არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესია შაბათ-კვირას და ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ სწორედ შაბათ-კვირას აქვთ ძირითადად, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მაღალი შიდა მიგრაციაც და მოქალაქეებს უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა იმისთვის, რომ ხმა მისცენ იქ, სადაც ისინი არიან რეგსტრირებულნი. ამის საშუალება სწორედ შაბათ-კვირას უფრო მეტად არის, ვიდრე ერთი დღის განმავლობაში, თუნდაც ერთი დღე გამოცხადდეს უქმედ, ამიტომ უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საარჩევნო უბნების რეალიზაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უკეთესი იყო და, მე რამდენადაც ვიცი, კანონიც იძლეოდა ამის საშუალებას, რომ არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ნეგატიურად არ აისახება, მათ შორის, ამომრჩევლის აქტივობაზე არჩევნების დღეს, თუმცა უფრო მისასალმებელი იქნებოდა, რომ არჩევნები დანიშნულიყო შაბათ- კვირას”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია