შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საყვირების გამოყენება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას"- ხელისუფლებამ ოპოზიციას უჩივლა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40944 
 31 აგვისტო 2019

ოზურგეთის ხელისუფლება შეკვეთილის აქციის მონაწილეებს ადამიანის სიცოცხლისათვის სახიფათო ნივთის გამოყენებაში ადანაშაულებს და ოზურგეთის სასამართლოსაგან აქციის ორგანიზატორების დასჯას ითხოვს.

ოზურგეთის სასამართლოში ერთი თვეა გრძელდება პროცესი ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური შეკვეთილის აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ, სადაც განსასჯელტა სკამზე 10ზე მეტი ოპოზიციის, ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ზის.

როგორც ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ოზურგეთის სასამართლოში (საქმის მოსამართლე გიორგი ზვიადაძე), გურამ შარაშენიძე, სასამართლო სხდომაზე განაცხადა შეკვეთილის აქციის ორგანიზატორები ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანისვილის რეზიდენციის ირგვლივ მიმდინარე აქციაზე იყენებენ ადამიანის სიცოცხლისათვის სახიფათო ნივთებს, მაგალითისათვის კი მან საყვირი და სასტვენი დაასახელა:

"საყვირებისა და სასტვენების სისტემატიური გამოყენება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას" - არწმუნებდა მოსამართლეს მერიის წარმომადგენლები გურამ შარაშენიძე და ლაშა თავაძე.

ოზურგეთის სასამართლოში ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სარჩელი გასული თვის დასაწყისში სერიტანა და უწყება აქციის მონაწილეების დასჯას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული აკუსტიკური ხმაურის ზღვრული ნორმების დარღვევის გამო ითხოვს.

ცნობისათვის ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციის ირგვლივ აქციები 20 ივნისის ე.წ. "გავრილოვის ღამის" შემდეგ დაიწყო და ის ყოველდღე გრძელდება. აქციაში სახელწოდებით "გააღვიძე ოლიგარქი" ათეულობით მოხალისე მონაწილეობს და ყველა მათგანი ღამის 11 საათიდან 12 საათამდე ივანიშვილის საცხოვრებელი სახლის ირგვლივ იკრიბებიან და სასტვენებისა და საყვირების გამოყენებით ცდილობენ ივანისვილამდე, როგორც მმართველი პარტიის ლიდერისა და ქვეყნის არაფორმალურ მმართველამდე მიიტანონ ხმა, რომ "გახარია უნდა გადადგეს".

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
მთავარი თემა სამეგრელოში

ფოთში მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

საზოგადოება
პოლიტიკა
გურიის მოამბე

ხვალ ნინოობაა