შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მთავრობას გაშიფრული რუსული კადრი გაუძღვება, ძალადობისა და გაყალბების დიდი გამოცდილებით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40960 
 01 სექტემბერი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ მას მოსწონს „გახარიას გაპრემიერება“.

იგი „ფეისბუქში“ წერს, რომ ამით „მთავრობას გაშიფრული რუსული კადრი გაუძღვება, ძალადობისა და გაყალბების დიდი გამოცდილებით“. ბიბილაშვილი ამბობს, რომ „შს მინისტრად სუპერკორუმპირებული მონა ბრუნდება - „ბიჭი, რომელსაც ორჯერ გამეორება არ ჭირდება“.

„მე მომწონს გახარიას გაპრემიერება. სრული სიცხადე შექვს სურათში: ბახტაძის პირობებში, სერიოზულად არავინ გველაპარაკებოდა, მაგრამ არსებობდა ილუზია, რომ კომიკური, მაგრამ უწყინარი - რუსეთთან „ფრთხილად მოლავირე“ - ხელისუფლება გვყავდა. გახარია-ღარიბაშვილის დანიშვნა განაცხადია, რომ: (ა) ივანიშვილს ფეხებზე ჰკიდია ხალხის აზრი (არათუ არ გადააყენა, აწინაურებს); (ბ) მთავრობას გაშიფრული რუსული კადრი გაუძღვება, ძალადობისა და გაყალბების დიდი გამოცდილებით; და (გ) შს მინისტრად სუპერკორუმპირებული მონა ბრუნდება - „ბიჭი, რომელსაც ორჯერ გამეორება არ ჭირდება“, - წერს ზაზა ბიბილაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია