შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის მერის მოადგილედ პაატა ივანიშვილი დაინიშნა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2019
გორის მერის მოადგილედ პაატა ივანიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გორის სერვის ცენტრის მენეჯერად მუშაობდა. მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ივანიშვილი მუშაობას დღეიდან შეუდგა. ,,ბრძანებას მერმა ცოტა ხნის წინ მოაწერა" - გვითრეს პრეს-სამსახურში. პაატა ივანიშვილი განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურებს გაუწევს კურირებას. ,,მას სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. დამთავრებული აქვს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური 23 აგვისტოდან, ყოფილი მოადგილის ეკატერინე სუხიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახდა." - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში. იხ. ამავე თემაზე: გორის მერის მოადგილედ პაკო ივანიშვილის კანდიდატურა განიხილება
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია