შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც ღუპავ"- თემურ შაშიაშვილის მიმართვა ივანიშვილს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40961 
 01 სექტემბერი 2019

პოლიტიკური ორგანიზაცია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომრეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს: „გადაყარე მოსასმენი აპარატები; მოიშორე დამბეზღებლები; დაიწყე პირდაპირი გადაცემა - „გისმენთ ივანიშვილი“.

„ეძებ მონებს, მორჩილებს, პირად ერთგულებს...

საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც ღუპავ.

გინდა იცოდე სიმართლე?

გადაყარე მოსასმენი აპარატები; მოიშორე დამბეზღებლები; დაიწყე პირდაპირი გადაცემა - „გისმენთ ივანიშვილი“; კვირაში ერთხელ გამართე პრესკონფერენცია-პირდაპირი ეთერით, აკრედიტაციის გარეშე, ბოლო შეკითხვამდე... გაიგებ რეალურად რა ხდება ქვეყანაში, როგორ ცხოვრობს ხალხი, რაც მთავარია, სხვა პასუხისმგებლობა ჩამოყალიბდება სახელისუფლებო ვერტიკალში, რეალურად შეიცვლება ქვეყანა!“ - აცხადებს შაშიაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია