შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრები იმართება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24047 
 01 სექტემბერი 2019
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მინდია დავითაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პირველი სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში გამართეს.შეხვედრას 25-მდე გამომძიებელი და უბნის ინსპექტორი ესწრებოდა, სადაც კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, იმსჯელეს აღნიშნულ რეგიონში გამოძიებასა და სამართალწარმოების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, ტენდენციებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე.შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით, დეპარტამენტის მზაობა და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობა. გამომძიებლებს დეპარტამენტის სამომავლო გეგმების შესახებაც მიეწოდათ ინფორმაცია.„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია, სისტემის შიგნით, გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს", – აცხადებენ შსს–ში.აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა.ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ტრეფიკინგთან ერთად, დეპარტამენტი განახორციელებს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, ასევე, სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით სხვა დანაშაულთა გამოძიების ხარისხის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით, რითაც იგი უზრუნველყოფს საგამოძიებო რეფორმის წარმატებით იმპლემენტაციისთვის სისტემის მომზადებას.დეპარტამენტი უკვე დაკომპლექტდა ღია კონკურსის წესით შერჩეული საგამოძიებო, საპროკურორო და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებით და სრულად შეუდგა მუშაობას.სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მომზადდა მონიტორინგის განხორციელების ინსტრუქცია და მეთოდოლოგია.გამოძიების ხარისხის მონიტორინგთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია განსაკუთრებით სენსიტიურ დანაშაულებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. მსხვერპლთა ინტერესების სრულყოფილად დასაცავად, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან. სამსახურის ძირითად მიზანს გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეულ პირველად სტრესთან გამკლავება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება წარმოადგენს. კოორდინატორთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას დეპარტამენტი განახორციელებს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება