შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ საღამოს ტაძრის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24054 
 02 სექტემბერი 2019
რესტავრაციის შემდეგკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის სოფელ საღამოში არსებულ ეკლესიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად წარიმართა.ტაძრის არქიტექტურული ნაწილი დაზიანებული და დეფორმირებული იყო, სახურავი და კამარა ჩამოშლილი: „ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში პროექტის ავტორისა და არქეოლოგის ზედამხედველობით გაწმენდილი და გადარჩეული ავთენტური და სუფთად თლილი ახალი ქვებით აღდგა მინაშენის საყრდენი კედელი, რომელზეც საპირე წყობის ნაკერები კირდუღაბით დეკორატიულად მოილესა. ნაგებობის კედლებზე, პილასტრებზე, კამარებზე და აფსიდაზე გადაეწყო და კირხსნარით დამაგრდა მორყეული ქვები“, - განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.პროექტის პირველი ეტაპი 2014 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, ტერიტორიის მოპირკეთების სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც 2020 წელს უნდა დაიწყოს.2018 წელს ტაძრის მთავარი დარბაზი რესტავრირდა.არქიტექტურული ნაგებობის ჯამურმა სარეაბილიტაციო ღირებულებამ 178 900 ლარი შეადგინა. სარესტავრაციო სამუშაოები კომპანია „არქიტექსმა“ განახორციელა.რესტავრაციამდე[თაკო ფეიქრიშვილი, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია