შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნაჭარმაგევის წყლის საქაჩზე ქლორის რაოდენობის საზომი დაზიანდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 16 ნოემბერი 2018
გორის მუნიციპალიტეტში, ნაჭარმაგევის ტერიტორიაზე, წყლის საქაჩზე ქლორის რაოდენობის საზომი ხელსაწყო დაზიანდა. ამის გამო, რამდენიმე დღეა, სასმელი წყლის შემოწმება ვერ ხერხდება. დაზიანება 2018 წლის 12 ნოემბერს წყლის კომპანიის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს. საქაჩით წყალი საქართველოს თავდაცვის აკადემიასაც მიეწოდება. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებულ სისტემას თავდაცვის სამინისტრო 16 ნოემბერს შეაკეთებს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია