შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„რაო ბიძინა? ჩააბარე შენი აზრით ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილი ქვეყანა რუსეთს"?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41021 
 03 სექტემბერი 2019

ივანიშვილის მიერ გახარიას პრემიერად და ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენას ეხმაურება „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი:

„რაო ბიძინა? ჩააბარე შენი აზრით ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილი ქვეყანა რუსეთს?

გავრილოვი გილოცავს გახარიას გაპრემიერებას და თან გახსენებს, არ გეგონოს შენი დანიშნულია და წესიერად მოექციო. თანაც უკვე პრემიერად მოიხსენია, არც კი დაელოდა შენს მორჩილ მონა პარლამენტს. საბოლოოდ გაყიდე თავი!

შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები გიყვარს და მაგის სპეციალისტი გახარია უკეთ შეგისრულებს პუტინის დავალებებს. უბრძანე და ესვრის, თვალებს დასთხრის, სისხლს დაღვრის, დაიჭერს და გასიამოვნებს.

ღარიბაშვილის დამორჩილებული ჯარით „ნაბიჯით იარ“ რუსეთისკენ?!

არ გაგივა!

ისე რომ იცოდე, მაგ ჯარის შექმნას, გაძლიებას და ნამდვილ ჯარად ქცევას საფუძველი იმ პოლიტიკოსმა ჩაუყარა, შენ რომ გავრილოვის შეურაცხყოფა ვერ აპატიე და ციხეში ჩასვი.

შენ და შენი ქოცბანდა ვერ იპოვნით სამხედროს, ვისაც თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილზე ცუდს ათქმევინებთ.

ოქრუაშვილს ეგ სიძლიერე ვერ აპატიე. ოქრუაშვილთან ერთად 19 პატიმარია, მათთან ერთად მთელი საქართველო. შედეგს მალე ნახავთ. სწორედ ის ქართველი ერი გამოუშვებს ამ ბიჭებს ციხიდან, გამოგინთავისუფლებს იქ ადგილს და შენებით “გადაღლილს” მოგცემს საშუალებას, რომ დაისვენო შენს ტვინგამორეცხილებთან ერთად და კარგადაც გამოიძინო. შენივე დანიშნულ მესაკნეს ებარებოდეს შენი სული.

#საქართველოსვერდააჩოქებ.

#ჩვენგავიმარჯვებთ!

#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!

#ოქრუაშვილიპოლიტპატიმარია!“ - წერს ჩალაგაშვილის ფეისბუქის გვერდზე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია