შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელი მძლეოსანი ბულგარეთიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 სექტემბერი 2019
„ბალკანეთის ჩემპიონატი“ ბულგარეთის ქალაქ პრავეცში, ორ სექტემბერს გაიმართა. შეჯიბრში სპორტსმენები 20 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ახალციხელმა მძლეოსანმა მინდია ენდელაძემ 400 მეტრზე გარბენში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან თითქმის ნახევარ-კილომეტრიანი მონაკვეთი 47 წამსა და 37 სეკუნდში დაფარა.„ეს ერთ–ერთი დიდი ჩემპიონატი იყო, კმაყოფილი ვარ. სეზონი ბოლო მედლით დავასრულე. ამ წელს შეჯიბრებები აღარ იქნება და შემდეგი ზამთრისთვის დავიწყებ მზადებას“, – ამბობს მინდია ენდელაძე.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია