შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუნიციპალიტეტები ნარჩენების სეპარირებას 2019 წლიდან დაიწყებენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 16 ნოემბერი 2018

ადგილობრივმა თვითმმართველობებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა შეიმუშავეს.

დოკუმენტის მიხედვით მუნიციპალიტეტი ვალდებულია, განახორციელოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
დოკუმენტი მოიცავს შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული არასახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს, სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვისათვის დაგეგმილი ღონისძიებებისა და მოსახლეობისგან ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შესახებ ინფორმაციას, ნარჩენების დამუშავების ახალი ობიექტების მშენებლობის გეგმებს და სხვა.
ამ მიმართულებით კახეთის რეგიონში აქტიურად მუშაობს მედია ორგანიზაცია ,,კახეთის ხმა“. ორგანიზაციის ჟურნალისტები სხვადასხვა თემაზე ვიდეო და ტექსტურ მასალებს ამზადებენ. ,,კახეთის ხმის“ რედაქტორის, ნატალია ცისკარაშვილის თქმით, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების თანახმად ასოცირების ხელშეკრულების ჭრილში, 2019-2021 წლისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის დანერგვა თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში.
,,თუ ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხიმგებლობა მუნიციპალიტეტებს აქვს აღებული, მოსახლეობა თავის მხრივ ვალდებულია, ჩაერთოს პროცესებში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს. თავისთავად, ნაგავს ვერ დააფასოებს და სხვადასხვა ტიპის ურნაში მათ ვერ განათავსებს მერიის თანამშრომელი. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა საჭიროა, მოსახლეობა იყოს ინფორმირებული და გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სეპარირების, ანუ დახარისხების საჭიროება. მოსახლეობა კარგად უნდა აცნობიერებდეს ამ საკითხის მნიშვნელობას გარემოს დაცვის მიმართულებით. დაინტერესებულმა საზოგადოებამ, ამ მხრივ, ადვოკატირება უნდა გაუწიოს თვითმმართველ ერთეულს, რომ 5 წლიანი გეგმა ზუსტად და თანამიმდევრობით შესრულდეს. ფაქტია, რომ, ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა ნარჩენების ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესახებ, რასაც მოწმობს, მაგალითად, გაუქმებულ ნაგავსაყრელებზე თვითნებურად მყარი ნარჩენებისა და სამშენებლო ნარჩენების დაყრა სხვადასხვა ადგილზე. ამავე დროს ძალიან დიდი პრობლემაა ნარჩენების შეგროვებისა და მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის არქონა, რაც საკითხის გადაწყვეტას ხელს არ უწყობს’’,– განაცხადა ნატალია ცისკარაშვილმა.
რას ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა, ,,კახეთის ხმამ“, საინფორმაციო სააგენტო “bm.ge”-მ და ,,პირველი tv’’-მ ერთობლივი მედია პროდუქტი შექმნეს:

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები