შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაციონალების" და "გირჩის" სექტა, ძირს უთხრის სახელმწიფოს- ღარიბაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41054 
 05 სექტემბერი 2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „გირჩი“ სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა.

„ის რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, ეს არის, მე ვიტყოდი, პირდაპირი კატასტროფა და ტრაგედია ჩვენი ერის, მე ვგულისხმობ, პოლიტიკური ოპონენეტების და „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან აფილირებული წევრების, ე.წ გირჩის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ხდება პირდაპირი დეგრადაცია, მცდელობა ჩვენი მომავალი თაობის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი. მე ამაზე, მჯერა რომ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ამოცანა, საზრუნავი ჩემი მინისტრობის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი იქნას დარეგულირებული. ჩვენ სამხდრო-სავალდებულო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორც არის აპრობირებული მთელს ცივილიზებულ სამყაროში“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

"გარდიანი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია