შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"2020-ში ესენი თუ არ ჩავრეცხეთ, 2024-ში საერთოდ გავქრებით რუკიდან"- ტორესა მოსი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41057 
 05 სექტემბერი 2019

მწერალი,"გირჩის" წევრი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში ეხმაურება ,ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას რომ "გირჩი" სექტაა და ძირს უთხრის სახელწიფოს:

"შვიდი წელია ხელისუფლებაში არიან, მათ შორის ეს კაცი იყო პრემიერ მინისტრიც, შსს მინისტრიც, ტიპებს დოლარი 3-ზე გაექცათ, ეკონომიკა თავზე ენგრევათ, 7 წელია სისხლიანი ცხრა წლის და ნაცების ძახილის მეტი არაფერი უკეთებიათ, ჩაიხრჩვნენ კორუფციასა და ნეპოტიზმში, თავდაცვის ხარჯები მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი, ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს და ჩვენზე ამბობენ რომ სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის თავდაცვას ვუქმნით საფრთხეს და ძირგამომთხრელ საქმიანობას ვეწევით. ეს ტიპური ბოლშევიკური სიტყვა „ძირგამომთხრელიც“ კი კარგად გვაჩვენებს ვინ არიან და რას ცდილობენ. 2020-ში ესენი თუ არ ჩავრეცხეთ სამუდამოდ, როგორც ბენდუ ამბობდა, ოღონდ 2040-ზე, 2024-ში საერთოდ გავქრებით რუკიდან."- წერს ტორესა მოსი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია