შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წაუყენეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41087 
 06 სექტემბერი 2019

„რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. გვარამიას „რუსთავი 2-ის“ ქონების გაფლანგვას ედავებიან.

გვარამიას უკვე ჰქონდა ბრალი წარდგენილი „საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის“. 6 სექტემბერს პროკურატურაში ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით ბრალდების ახალი დადგენილებაა მიღებული:

გვარამიას ედება რ2-ის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვაში, რაც „ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამხახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ასევე, კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

რუსთავი 2ში მყოფებს:-გვარამია ამ წუთებში მის ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს:

კარგი, 7 წელი რო დედა მოვიტყანი თქვენთვის, გკიდიათ, მარა სირცხვილი მაინც არ გაქვთ, თქვენი დაშლილი არხი რო არ გადავხნათ, ამისთვის მეტის მოხერხება რომ ვერ შეძლეს, ხალხს რომ იჭერენ? არ გრცხვენიათ სუსის და პროკურატირის ზონდერი დირექტორი და ვიღაც ორი ყლე რო გმართავთ? არ გრცხვენიათ, ჩემი დაჭერის გარანტიით მოთრეული ნიუსის უფროსის (მანამდე რომ ჩაისვარა და ახლა ამით დაამშვიდეს)? ვაფშე სად გახვედით, რა განზომილებაში? ან სულ თუ იქ იყავით, 7 წელი რანაირად ემსახურებოდით იმ ფასეულობებს, რომელსაც ემსახურეთ?! 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია