შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ" - გიორგი გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41090 
 06 სექტემბერი 2019

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებთან საპარლამენტო გამოსვლის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ტყუილი, რომელიც მაკო გომურის პარლამენტთან ყოფნას ეხებოდა, არის განსახიერება თუ როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი საზოგადოებას.

„სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ 20 ივნისს, როდესაც ადამიანები გამოთქვამდნენ მშვიდობიან პროტესტს, ზოგიერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მათ მოუწოდა და ისინი ორგანიზებულად შტურმით წაიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტზე. უბედურება და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამის შედეგად ჩვენ გვყავს დაზარალებული როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე პოლიციელები და ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ. რა თქმა უნდა სიმართლე არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს 2 ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს თვალი. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამასთან ერთად, სიმართლე არის ის, რომ ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და დაინახოს - სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს. ჩვენ ჩვენს საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ სიმართლის და პასუხისმგებლიანი ენის საშუალებით და არა იმ სპექტაკლებით, რომლებსაც ვაწყობთ პარლამენტში და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია