შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინა მოვიდა იმ მისიით, რომ გაენადგურებია საქართველო და ამას მიაღწია კიდეც"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41104 
 06 სექტემბერი 2019

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე საზოგადოების წინაშე გამოჩნდა და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მთავარი აქცენტი მომავალ ერთ წელზე გააკეთა, რომელიც ივანიშვილს "სიტუაციის დასალაგებლად" სჭირდებოდა. 

"ერთ წელიწადში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - ყოფილმა პრემიერმა საზოგადოებისგან ერთწლიანი ვადა მოითხოვა, რაც მისი გუნდის გაძლიერებისთვის იქნებოდა საკმარისი. 

მართალია, მას არც ერთხელ არ უხსენებია ის, რომ ამ ერთ წელს ხალხი საკუთარ თავზე იგრძნობდა და მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, თუმცა მისი დაპირება, რომ გუნდი გაძლიერდებოდა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მაინც უკეთესი ცხოვრების დასაწყისის წინაპირობად ჩათვალა და 2012 წლის შემდეგ, აგერ უკვე მეშვიდე წელსაც კიდევ ერთი დაპირების შესრულების მოლოდინი გაჩნდა. 

რას ელოდებოდა საზოგადოება ყოფილი პრემიერის დაპირებიდან და რა შეიცვალა ბოლო გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, ამ კითხვით ჩვენ რამდენიმე ადგილობრივის აზრი მოვისმინეთ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის შეფასებას, ვრცლად კი, მასალას ორშაბათს, ბეჭდვურ ვერსიაში შემოგთავაზებთ.

კ.ქ. - ხალხიც უაზროა დღეს და მთავრობაც, თეთრს და შავს რომ ვერ არჩევენ იმიტოა ასე რომ ვართ. ამ ხალხს ვერ გამოასწორებ.

ლ.ვ.   - 75 წკის კაცი ვარ, თურქეთში ვიყავი თხილის საკრეფად. აქანე არაფერი  არ მაქ საარსებო და იქანე ორი კაპიკი გავაკეთე და ჩამოვედი.

ი.ტარაპაიძე - ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში ვარ. წამლის ყიდვის საშუალებაც არ მაქვს. მდგომარეობა გაურესდა. ბიძინას რაც უნდოდა კი აკეთებს იმას, რომ გაგვხადოს ისევე რუსეთის კოლონია. ამ ერთ წელიწადში მისი მიზნები კი  შეასრულა. რუსეთზე  მიბმა დაისახა მიზნად და აისრულა კიდეც. აბა მაგი ხალხისთვის არ ზრუნავდა, რომ მოვიდა მაგ მისიით მოვიდა, რომ გაენადგურებია საქართველო  და   მიაღწია კიდეც.

 ნანა გურგენაშვილი - ამოწყვეტილი ვნახე აი მთავრობა. რა გააკეთა  კაი? ორივე ერთნაირი ნაგავია. კაი გვინდა ვინმე, ნორმალური, რომ ხალხს მიხედონ, გლეხებს. ხალხი მშიერია, მშიერი. ნაგვის ყუთში ეძებენ საჭმელს.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია