შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში დღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იხსნება

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 16 ნოემბერი 2018

ქუთაისში დღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი იხსნება. ამ დროისათვის კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია, რის გამოც  ქალაქში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. კინოთეატრთან თამარ მეფის მხრიდან დადგმულია სცენა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართება.  

რაც შეეხება ფესტივალს, ის 18.00 საათზე კინოთეატრში „საქართველო“  რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის "ჰარი-ჰარალე დედაო!" ჩვენებით გაიხსნება, რომლის ავტორიც ლევან გაბრიაძეა.

მერიის კულტურის განყოფილების ინფორმაციით,  ფესტივალი ოთხ დღეს გასტანს.  "16-19 ნოემბერს ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს, სადაც კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც ახლახანს დასრულდა და ჯერ ფართო ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისათვის ქუთაისში ცნობილ  რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებს და   კინომცოდნეებს ელოდებიან. 

კინოფესტივალის ისტორია თავიდანვე სკანდალურად დაიწყო. ფესტივალის იდეის მოპარვაში ქუთაისის მერიას კინო "ბრაზერსის" ყოფილი მფლობელი ლევან ჭავჭანიძე ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილით იმუქრება. მერიაში ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. შეიცვალა ფესტივალის თავდაპირველი სახელწოდებაც "თეთრი ხიდი".

 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია