შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

deutsche welle - საქართველოს პარლამენტმა „მოსკოვის კაცი“ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41149 
 09 სექტემბერი 2019

საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცი“ დაამტკიცა - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა deutsche welle.

როგორ სტატიაშია აღნიშნული, კვირას პარლამენტის მიერ წინააღმდეგობებით სავსე ფიგურის პრემიერმინისტრად არჩევამ, თბილისში პროტესტი გამოიწვია.

კანონმდებლებმა 98 ხმით ნულის წინააღმდეგ ყოფილი შს მინისტრი პრემიერად აირჩია, სხდომას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა.

გიორგი გახარია განიხილება, როგორც მთავარი არქიტექტორი იმ სასტიკი რეპრესიებისა, რომელიც ივნისის თვეში დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელდა.

პროტესტის პროვოცირება რუსი კანონმდებელის პარლამენტში გამოსვლამ მოახდინა, რომელიც პარლამენტის სპიკერის ადგილიდან რუსულ ენაზე მიმართავდა.

გახარია შეეცადა, გაექარწყლებინა ბრალდება იმის შესახებ, რომ ის მოსკოვის კაცია და მან სხდომაზე გამოსვლისა აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციეაზე.

„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ოკუპაცია ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, ყელაზე დიდი გამოწვევა და უდიდესი ბოროტება ჩვენს ქვეყანაში“ - თქვა გახარიამ.

სტატიაში ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობასთან პრემიერის დამტკიცების პარალელურად საპროტესტო აქცია იმართებოდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია