შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ერთ–ერთი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. პოლიციამ მათთვის ფულის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე ძიება "სამხრეთის კარიბჭეს" მიერ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე დაიწყო.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 16 ნოემბერი 2018
ახალციხის ერთ–ერთი სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები ამბობენ, რომ მათ უფროსი კლასების მოსწავლეები ფულს მუქარით ართმევენ. მომხდარს ახალციხის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე, ძალადობის მუხლით იძიებს. შსს–მ ძიება 12 ნომებერს დაიწყო. "გამოძიების მიმდინარეობისას დაბალი კლასის მოსწავლეები მშობლების, ან კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით პოლიციაში ეტაპობრივად გამოიკითხებიან", – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. [თამუნა უჩიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება