შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროვოკაციული ნაბიჯია - მეთიუ ბრაიზა გიორგი გახარიას გაპრემიერებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41150 
 09 სექტემბერი 2019

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანის, მეთიუ ბრაიზას თქმით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიას გაპრემიერება დემონსტრანტებისთვის პროვოკაციული ნაბიჯია. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მას არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ გამიგია, რომ ის ეფექტური მენეჯერია და კარგად გაართმევს თავს მთავრობის მართვას ყოველდღიურად. თუმცა ნებისმიერი, ვინც საქართველოს პოლიტიკას ივნისის მერე, ბოლო პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა, აანალიზებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი. ადამიანები პარლამენტის წინ დგანან, შეიძლება, ძალიან ბევრნი არ არიან, თუმცა გამოხატავენ თავიანთი გამოხატვის თავისუფლებას. ყველა მათგანისთვის ეს გაუგებარია, რომ კონკრეტულად ეს ადამიანი, ყოფილი შს მინისტრი, ახლა პრემიერ-მინისტრია", — აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია