შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"იქნებ გამოფხიზლდეთ თქვე მედროვეებო და თქვენი შთამომავლები მაინც გადაარჩინოთ ამ ტვირთის ტარებისგან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41194 
 11 სექტემბერი 2019

"ეს ტექსტი ვატო შაქარაშვილს დავუწერე, როგორც უკანასკნელი შეგონება, მისი კოლაბორაციონისტული პოსტის კომენტარად. მაგრამ აქაც იყოს, როგორც პოსტი დანარჩენი შაქარაშვილ ინაშვილებისთვის.

ყველა მოღალატემ უნდა იცოდეს:
სამშობლოს ღალატის ფასი ის ფული კი არ არის, რომელსაც ამ ღალატში გიხდიან, არამედ ის პასუხისმგებლობაა, რომელიც ამ ღალატისთვის გეკისრება, რომელიც უღელზე მძიმე სატარებელია, თანაც არა მარტო სიცოცხლის ბოლომდე, არამედ მის მერეც. იქნებ გამოფხიზლდეთ თქვე მედროვეებო და თქვენი შთამომავლები მაინც გადაარჩინოთ ამ ტვირთის ტარებისგან.
ნატოს ალტერნატივა არა აქვს, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხში, ასევე წარმატებული, ძლიერი საქართველოს მშენებლობის გზაზე"-წერს საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" წარმომადგენელი დავით ნებიერიძე. 

"ვერც ერთ ხელისუფლებას ვერ ექნება უფლებამოსილება გააფორმოს ასეთი შეთანხმება, ისე რომ არ დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეების მკაფიო ნება, რეფერენდუმის მეშვეობით, ახალი რეალობის შესაბამისი “ჩასწორებული” კითხვით - ეთანხმებიან თუ არა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე “ნატო”-ში გაწევრიანება"!-წერს შაქარიშვილი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია