შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აპატურაის სხვა რა უნდა ეთქვა?.. საქართველოს დეპუტატთა განცხადებებით დაშოკილს და გაოცებულს!"- ტაბლიაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41219 
 12 სექტემბერი 2019

ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი ირაკლი ტაბლიაშვილი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას ეხმაურება. საქმე ეხება ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაჟღერებულ იდეას, რომელიც გულისხმობს ნატოში გაწევრიანებას ისე, რომ ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ გავრცელდეს საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონზე. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა როგორც ოპოზიციაში, ასევე უმრავლესობაში:

„გუშინ, აპატურაის განცხადების გავრცელებისთანავე, გულმა დამაწერინა მოკლე სტატუსი - "ცივი შხაპი" და რაღა დაგიმალოთ, ვიდრე ჩაძინებამდე, ორჯერ მაინც გავჯავრდი "მიმტოვებელ" დასავლეთზე...

გათენდა... ამჯერზე ცივი და ნამდვილი შხაპი უკვე მე მივიღე და, დავწერ ახლა, რაც ვიფიქრე.

კარგი კაცია აპატურაი - მის შთამომავლობას ეყოფა ის ამაგი, რაც მას ჩვენს ქვეყანაზე აქვს... გაცილებით დიდი ამაგი, ვიდრე ლევანს... ვასაძეს და გურამს ... ფალავანდიშვილს.

არ შემცდარა ჯეიმსი არასოდეს ან, თითქმის არასოდეს... ყოველთვის, რომ იტყვიან, ლობირებდა საქართველოს და, სადაც ახლა ვართ, რა სტადიაზეც, უშუალოდ მისი დამსახურებაცაა, თან - დიდი.

კარგი კაცია რასმუსენიც - მისი გენ.მდივნობის დროს წინ წავიწიეთ... ვიცი, ლამის ხმისჩახლეჩამდე ესაუბრებოდა ევროპელ ლიდერებს, საქართველოს დავეხმაროთ, თორემ, ის ღრძო ქვეყანა კიდევ უფრო გაღრძოვდებაო... არ უჯერებდნენ იშვიათად... ეთანხმებიდნენ ხშირად.

×××

ორივე კარგ კაცს, ერთმანეთზე მეტად სურს საქართველო ალიანსში. ოღონდ, აპატურაის, რამდენადაც ის მაინც თანამდებობის პირია, თმენის ვალდებულება აქვს... რასმუსენს - ნაკლებად.

×××

... მაგრამ არც ერთ და არც მეორე პირს, ცუდად კი არ ვამბობ, მაგრამ, მაინც - არავინ ეკითხება ალიანსში საქართველოს მიღებას - ქვეყნების, ლიდერების გადასაწყვეტია ეს ამბავი და ჯეიმსი ვალდებულია, აღასრულოს ლიდერთა გადაწყვეტილება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ - დონალდმა ანგელასთან უნდა მოილაპარაკოს... ორივემ იენსს (სტოლტენბერგს) უნდა "დაავალოს"... იენსმა კი ჯეიმსს უნდა უთხრას - მოდი, პროცედურები დავიწყოთო.

ეს რომ მოხდეს, დონალდს საფუძველი უნდა ჰქონდეს... კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ნათქვამი, რომ ლუკ კოფი-რასმუსენის თეორიაზე თანახმაა... და აი, ამის თქმისა და დისკუსიის დაწყებისაკენ მოგვიწოდა სწორედ რასმუსენმა.

აი, დისკუსია რომ გაიმართება... ხელისუფლება რომ ჩამოყალიბდება და ვაშინგტონს რომ ეცნობება ჩვენი გადაწყვეტილების თაობაზე, ვაშინგტინიც რომ იტყვის - Why not! მერე ნახეთ, როგორ ისაუბრებს ჯეიმსი.

 

მანამდე კი, აპატურაი ვალდებული იყო არ წასულიყო ისე ხისტად, როგორც წავიდა რასმუსენი... მან თქვა ის, რასაც ყოველთვის ამბობს - რომ ნატო-საქართველოს საბჭო მუშაობს; რომ წლიურ ეროვნულ გეგმას ვასრულებთ... რომ საფიქრია, როგორ ავსახოთ საქართველოს პროგრესი... რომ...
სხვა რა უნდა ეთქვა?.. ამასთან, საქართველოს დეპუტატთა განცხადებებით დაშოკილს და გაოცებულს!“- წერს ირაკლი ტაბლიაშვილი ფეისბუკზე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია