შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდის მიიღებს ანასეული უწყვეტ წყალმომარაგებას?-რა ეტაპზეა სამუშაოები

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41234 
 12 სექტემბერი 2019

ქალაქ ოზურგეთში, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სიორიძისა და კოსტავას ქუჩებზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კოსტავას ქუჩაზე ათეული წლებია, რაც წყალარინების სისტემა არარსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყალარინების სისტემით სარგებლობას შეძლებს, როგორც კოსტავას, ასევე, ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებლები. პროექტის ღირებულება 640 000 ლარს შეადგენს.

ანასეულში წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი, მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტი ითვალისწინებს, ახალი სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილების, სატუმბი სადგურისა და ქსელის მოწყობას, ასევე 700-მდე ოჯახის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7, 500,000 ლარი მოხმარდება

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია