შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალბაღის ტერიტორიაზე სამართალდამცველები ისევ მობილიზებულები არიან

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 18 ნოემბერი 2018
გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე სამართალდამცველები ისევ მობილიზებულები არიან. კულტურის და დასვენების პარკი ამ დრომდე დაკეტილია და პოლიცია მოქალაქეებს შიგნით შესვლის უფლებას არ აძლევს. სამართალდამცველებმა ახალბაღის ტერიტორია გუშინწინ ღამე გადაკეტეს, სავარაუდოდ ისინი 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა ი.ნ.-მ მიუთითა. სწორედ ი.ნ. ფიგურირებს 14 წლის წინ დაკარგული მოზარდის საქმეში. იმ დროს მას ბრალი მხოლოდ გამოძალვის მუხლით წაუყენეს. სამძებრო სამუშაოების ადგილზე, პარკის პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ამ ტერიტორიაზე გუშინ ექსპერტ-კრიმინალისტები მიწის სკანერით ეძებდნენ გარდაცვლილის ნეშთს. სავარაუდოდ, სამართალდამცველები მიწის სკანირების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ელოდებიან, რის შემდეგაც პროცესი განახლდება. ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია