შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ისეც მოიქცა რა სტილის ქალიცაა...“- სიხარულიძე ინაშვილსა და „რუმსის“ ინციდენტზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41216 
 12 სექტემბერი 2019

„მე საერთოდ არ მიყვარს აქტიური ქალები. ეს არ მომწონს, რომ იმას მიუხტა, იქ იჩხუბა. ქალი მომწონს ნაზი, ფაქიზი, გრძნობებით სავსე, მაგრამ რადგანაც ეგ რევოლუციონერი ქალია, ალბთ მან ჩათვალა საჭიროდ, რომ მიხტომოდა და გამოეწვია, შეიძლება თავურიც დაერტყა, ეგ მაგ სტილის ქალია და ისეც მოიქცა, რა სტილისაცაა."- ასე აფასებს „რეზონანსთან" მწერალი და მსახიონი გივი სიხარულიძე, 10 სექტემბერს სასტუმრო „რუმსში" საერთაშორისო კონფერენციაზე, „პატრიოტთა ალიანსის"ლიდერის ირმა ინაშვილის მისვლას და იქ მომხდარ ინციდენტს.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუმსში" მიმდინარეობდა, ტელეკომპანია „ობიექტივის" გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილი მივიდა. მას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი დახვდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

„მე აშშ-ს დიდ პატივს ვცემ და მის ახლანდელ პრეზიდენტსაც, მაგრამ ქალის მიმართ აშშ-ის წარმომადგენლის ქმედება არაფრით არ მოეწონა. როგორ უნდა გამომიყვანოს ქალმა მდგომარეობიდან, როგორც გინდა ქალი ყვიროდეს, შენ მამაკაცი ხარ, თავი უნდა აიყვანო და პანიკაში არ უნდა ჩავარდე", - აცხადებს გივი სიხარულიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია