შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები დაეუფლებიან

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/ganathleba/article/31424 
 14 სექტემბერი 2019
ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები გაივლიან. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

პროექტი „მედიის ეკონომიკა“ მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული.

„მედია ეკონომიკის“ კურსის სამიზნე აუდიტორიას 10-დან 15 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ, რომელთა სწავლებაც მულტიმედიური პლატფორმებისა და ინტერნეტის გამოყენებით, როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად, პრაქტიკული და ინტერაქტიული სამუშაოების გზით მოხდება.

„მედიის ეკონომიკის“ პროექტი აღიარებულია, როგორც უნიკალური მიდგომა მედიასაფრთხეების შესახებ ბავშვების ცნობიერების დონის ასამაღლებლად. პროექტი ფოკუსირებულია სოციალურ მედიაზე, რომელიც მოზარდებს ყურადღებას ამახვილებინებს პირადი ინფორმაციის დაცვის ასპექტებზე, კიბერბულინგსა და ინტერნეტში არსებულ სხვა საფრთხეებზე.

აღნიშნული პროექტი მოზარდებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ფინანსდება სოციალური მედია, ამ პროცესში რა როლი აქვს და როგორ შეაქვს თითოეულ მომხმარებელს საკუთარი წვლილი, თუნდაც ერთი მოწონებითა (Like) და აქტივობით." - განმარტავენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში.

პირველ ეტაპზე „მედიის ეკონომიკის“ კურსს 10-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები გაივლიან.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია