შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა, სად, როდის ფინალი 22 ნომებერს ჩატარდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 19 ნოემბერი 2018
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, „რა ? სად? როდის?“ მე-13 სასკოლო სერიის მეოთხე, ბოლო შესარჩევი ტური გაიმართა.

ფინალში, ოთხი ტურის შედეგად დაგროვებული ჯამური საუკეთესო ქულის მქონე 5 გუნდი - ბაკურციხის საჯარო სკოლა - "Seen✓", ქ.გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლა - "1121", ვაზისუბნის საჯარო სკოლა - "კალდუნა", ქ.გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლა - "კრეაწივი" და
ახაშნის საჯარო სკოლა - "წიგნ-მენი" მიიღებს მონაწილეობას.

მე-13 სასკოლო სერიაში გურჯაანის 14 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ფინალი 22 ნომებერს, 14:00 საათზე, გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება.
გამარჯვებულ გუნდს ტრადიციულად „ბროლის ბუ“ და სპეციალური პრიზები გადაეცემა.
სასკოლო ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და გურჯაანის ინტელექტ კლუბის ორგანიზებით ტარდება.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია