შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით უსუფაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40930 
 14 სექტემბერი 2019

პარტია ,,შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საუბრობს.

მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სწორი ნაბიჯია.

,,მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები კონსტიტუციაში აისახოს. მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში ხარვეზებია, მაგრამ მზად ვარ, თვალი დავხუჭო ამ ხარვეზებზე, რადგან თავად სისტემა გვაქვს კონსტიტუციურად გასამაგრებელი”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ,  კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა თელავიდან დაიწყო. შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრას პარტიების და თვითმმართველობის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები ეწრებოდნენ.

იხილეთ დავით უსუფაშვილის ვიდეო კომენტარი:

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია