შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს უინტელექტო, მლიქვნელური, მდაბიო ჭირი უნდა მოსცილდეს ქვეყანას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41283 
 14 სექტემბერი 2019

"ქართველის ყველაზე უხერხული და არასასურველი მეტოქე ყოველთვის ქართველია; ამიტომაც ქართველი ყველაზე დიდ წარმატებას უცხოეთში აღწევს. მაგალითებით არ შეგაწყენთ თავს.
შესაბამისად, საქართველოში ისეთ პოლიტიკოსს ვერ ვიპოვით, რომლის გაკილვა და მასხარად აგდება ქართველებმა ვერ შეძლონ. ასეთი უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში.
ამრიგად, 2020 ის არჩევნებისათვის მზადების მთავარი დოქტრინა უნდა იყოს ბიძინას უპირობო ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან; თუნდაც იმიტომ, რომ უბრალოდ კადრები შემოეფცქვნა ხელში მოხარშული კარტოფილივით და ლამის მესამე წრეზე უშვებს უკვე გამოცვლილ "ნიფხვებს". ივანიშვილის გამარჯვება შეუქცევადი კოლაფსის ტოლფასი იქნება და არა მგონია არსებული საგარეო სიტუაციის პირობებში საქართველოსგან რამე დატოვონ რუსებმა და მისმა მარიონეტებმა.
ამიტომ, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეებმა მართლაც უნდა შექმნან იურიდიული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც "ოცნებასთან" კოლაბორაციაში შესული ნებისმიერი პოლიტიკური პარტია მოკვეთილი იქნება გაერთიანებული ოპოზიციიდან და შემდგომში ქართული პოლიტიკური ველიდანაც.
ოპოზიცია აუცილებლად უნდა გაერთიანდეს პარიტეტულ საწყისებზე და აუცილებლად უნდა ჩაატარონ შინაური არჩევნები, რათა გამარჯვებული კანდიდატები უპირობოდ იქნენ მხარდაჭერილნი. არავითარი ლანძღვა-გინება და წყევლა-კრულვა არჩევნების დამთავრებამდე. ყველანი ერთნაირად ვდგავართ საარსებო კრიზისის წინაშე და ყველა ერთად დავიღუპებით. ვიბრძოლოთ დაუნდობლად, მაგრამ კორექტულად ე.წ. "პრაიმერებზე", სადაც მოხდება ყველაზე ღირსეული კანდიდატების შერჩევა.
ბოლო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა 48% იყო; ძვირფასებო, პატივცემულებო, აწიეთ უკანალი და მიბრძანდით არჩევნებზე, თორემ მცხეთასთან დაყენებულ ოსურ საბაჟოზე თქვენც "წაგკუზავენ" სხვებთან ერთად და არც თქვენი შვილები დაბრუნდებიან ოდესმე სამშობლოში. დიდი ეროვნული "დროებითი შერიგების" თუ მორატორიუმის დროა.
გამოვფხიზლდეთ და ნურცერთ ანტისაოცნებო ძალას ნუ შევუშლით ხელს. ყველას გაუმარჯოს საკუთარ მრევლში, ოღონდ ერთი პირობით, ყველა უნდა გაერთიანდეს ერთიან, ანტისაოცნებო ფრონტში. ეს უინტელექტო, მლიქვნელური, კოლაბორაციონისტული, მდაბიო ჭირი უნდა მოსცილდეს ქვეყანას".

ავტორი: ზურაბ გურული, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება