შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24208 
 15 სექტემბერი 2019
როგორც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში განმარტავენ, დაშავებულს ჩაუტარდა გამოკვლევები და დაზიანებების შესაბამისი მკურნალობისთვის თბილისში გაიწერა: „კვლევების შედეგად, თავის ქალის დაზიანება აღმოჩნდა და პაციენტი თბილისში გადავამისამართეთ. ზოგადად, მდგომარეობა კი იყო სტაბილური, მაგრამ მკურნალობას თბილისში გააგრძელებს“, – ამბობს ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ხათუნა კეკელაშვილი.ახალციხე–ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან ავარია 14 სექტემბერს, დაახლოებისთ 09:30 საათზე მოხდა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "უაზისა" და "ფორდის" მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად, "უაზში" მყოფი ერთი მგზავრი დაშავდა.საქმეზე შსს–მ გამოძიება სსკ–ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება