შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,რატომ დააკავეს გამშველებლები" - გორში პოლიციელს კორპუსის ეზოში მამაკაცი გაუსწორდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/12696 
 16 სექტემბერი 2019
ფოტოზე: ზაზა კოპაძე და ერთ-ერთი დაკავებულის დედა ახლობლები ჩივიან, რომ პოლიციამ გამშველებლები დააკავა. შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა. დაზარალებული ამავე კორპუსში მცხოვრები პოლიციელი ზაზა კოპაძეა. ისი ამბობს, რომ ერთ-ერთ პიროვნებამ, რომელიც კორპუსში ქირით ცხოვრობს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ფიზიკური. ,,დომინოს ვთამაშობდით ეზოში მეზობლები. მივიდა ეს ბიჭი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. განიმუხტა სიტუაცია და მერე ბიჭებით მოვიდა. როგორც პოლიციელს ისე გამისწორდა. მეც და მთელს მეზობლებს მოგვაყენა შეურაცხყოფა. არ ვიცი, ვინ არის, აქ ქირით ცხოვრობს" - გვითხრა ზაზა კოპაძემ. ფოტოზე: ამავე კორპუსში მცხოვრები ერთ-ერთი ახალგაზრდა ითხოვს დაკავებას, რადგან ამბობს, რომ მისი მეგობარი უკანონოდ დააკავეს პოლიციის გამოძახების შემდეგ, სამართალდამცველებსა და ეზოში მყოფ ახალგაზრდებს შორის შეხლაშემოხლა დაიწყო. ,,ახალგაზრდები არ აძლევდნენ პოლიციას იმის საშუალებას, რომ პიროვნება დაეკავებინათ" - ამბობს ზაზა კოპაძე. ,,ვინც დააკავეს, ეგენი ჩემთან არაფერ შუაში არიან, მაგათ ჩემთვის არ დაურტყამთ." - განმარტა ზაზა კოპაძემ. თავდაპირველად, ერთი ახალგაზრდა დააკავეს. დედამ გვითხრა, რომ სრულიად უდანაშაულოა მისი შვილი ამ საქმეში. ,,რატომ დააკავეს ჩემი შვილი? იმიტომ, რომ აშველებდა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია