შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ვითარება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე" - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/12711 
 16 სექტემბერი 2019
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს. მისიის საპატრულო ჯგუფები მუდმივად იმყოფებიან რაიონში 24 აგვისტოს შემდეგ. მედიის მხრიდან არსებულ ვითარებაზე მაღალი ინტერესის გამო და არაზუსტი ცნობების გაქარწყლების მიზნით მისიას სურს შემდეგი ინფორმაციის გავრცელება: · მიმდინარე წლის იანვარიდან, მისია აღნიშნავს ფერადი მონიშვნებს ხეებზე წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე. მისიამ შეაფასა აღნიშნული მონიშვნები როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები, თუმცა ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არ აიღო არცერთმა მხარემ. · 20-24 აგვისტოს, შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის მიერ, სოფელ წნელისის განაპირას ახალი ქართული სათვალთვალო საგუშაგო მოეწყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, საგუშაგო მდებარეობს დაახლოვებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, მითითებულ რაიონში არსებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ტრადიციული აღქმის მიხედვით. · სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, გასულ კვირას, მოაწყვეს რამდენიმე ახალი პოზიცია და დააყენეს ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები მათ შორის „მწვანე ნიშნები“ და დროშები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს,
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები