შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოსალოდნელი იყო... NDI-ის კვლევაში ტენდენციები სწორადაა დანახული"- დავით ბერძენიშვილი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41333 
 17 სექტემბერი 2019

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი დადებითად აფასებს ფაქტს, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მაჩვენებელთა რიცხვი სტაბილურად მაღალია.
რაც შეეხება სიდუხჭირეს და ეკონომიკურ მაჩვენებელს, ბერძენიშვილის თქმით, ტენდენციები სწორადაა დანახული.

"კარგია ის დამოკიდებულება, რაც დაფიქსირდა ევროკავშირისა და ნატოს მიმართებით. კარგია რომ ეს მიმართულება მყარია. 70%-ზე მეტი უჭერს მხარს ნატოში ინტეგრაციას და ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციას. სხვა მხრივ არის სტანდარტული პასუხები. მთავარია ეკონომიკური სიდუხჭირე. ვითარება ისეთი გვაქვს, როგორც მოსალოდნელი იყო. ტენმდენციები სწორადაა დანახული. რიცხვვები ყოველთვის საკამათოა"-განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 78 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ბოლო პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა მხრივ სტაბილურობა ფიქსირდება.

კითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 14 პროცენტი პასუხობს, რომ მიუღებელია, 78 პროცენტი – მისაღებია, 8 პროცენტი – არ ვიცი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა