შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 18% თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24229 
 17 სექტემბერი 2019
მოსახლეობისთვის მთავარი ეროვნული საკითხები კვლავ ეკონომიკას უკავშირდება: სამუშაო ადგილები (48%), ფასების ზრდა და ინფლაცია (34%) და სიღარიბე (33%). წინა წლების მსგავსად, ახალი მონაცემები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. გამოკითხულთა 21% ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს აქტიურად ეძებს. რესპონდენტების მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მათი მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს, ხოლო 43% ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ ჰქონდა.გამოკითხულთა ნახევარმა აღნიშნა, რომ ბოლო ექვს თვეში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადების დაფარვა ვერ მოახერხა. მათივე თქმით, მოულოდნელი საჭიროების შემთხვევაში 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას ვერ მოახერხებდა (54%). ეროვნულ დონეზე გამოკითხულთა მხოლოდ 10% პროცენტი ამბობს, რომ დანაზოგი აქვს. დანაზოგის ქონის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი უმცირესობათა დასახლებებშია (24%).კვლევის თანახმად, მოსახლეობა ეკონომიკურ უთანასწორობაზეც საუბრობს: 70%-ის თქმით, საქართველოს ეკონომიკა საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს აძლევს სარგებელს. 84%-ის აზრით, ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხიმგებელი.„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული პესიმიზმი იზრდება, რაც სავარაუდოდ, მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკის უარყოფით შეფასებას უკავშირდება. მოქალაქეები ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლად ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიჩნევენ. ეს პირდაპირი მესიჯია ქვეყნის ლიდერებისთვის, რომ ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების პროგრამები შეიმუშავონ“, - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა.მოსახლეობისთვის კიდევ ერთ პრიორიტეტულ საკითხად ჯანდაცვა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ჯანდაცვის ხარისხითა და მისაწვდომობით კმაყოფილია, სამედიცინო მომსახურებისა და წამლების მაღალი ფასი მათთვის შემაშფოთებელია. გასული წლის განმავლობაში, მოსახლეობის ნახევარს უსახსრობის გამო სამედიცინო მომსახურებისა (54%) და წამლის ყიდვის გადადება (50%) მოუწია.ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა კვლავაც მაღალია. რესპონდენტთა78% ევროკავშირში, ხოლო 71% ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% სავალდებულო გენდერულ კვოტას ემხრობა, დიდი უმრავლესობის (83%) აზრით კი, ქალები პარლამენტის დეპუტატების მინიმუმ 30%-ს უნდა შეადგენდნენ.კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის 1,7%. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია