შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ბორჯომი’, დაძაბული მატჩის შემდეგ, ზედა ლიგაში ასვლის შანსს ინარჩუნებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24224 
 16 სექტემბერი 2019
ანგარიში მასპინძელთა მხრიდან მე-2 წუთზე დავით მოსიძემ გახსნა, ჩოხატაურელებმა კი 47-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. ამის შემდეგ „ბორჯომელები“ ისევ გააქტიურდნენ და გიორგი ქუცურუასა და ლეგიონერ მარტინს ნვანკვოს გოლებით სხვაობა ორამდე გაზარდეს. სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს და საბოლოოდ ბორჯომის „ბორჯომმა“ ჩოხატაურის „ბახმარო“ ანგარიშით 3-2 დაამარცხა.„ძალიან რთული მატჩი იყო, ორმხრივი შეტევებით, წაგების შემთხვევაში დარჩენილ მატჩებში „ლიგა 3“-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოგვიწევდა. გამარჯვება კი გვინარჩუნებს სამეულში მოხვედრის შანსს. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, „ეროვნულ ლიგა 2-ში“ ასვლა იქნება“, - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ „ბორჯომის“ მთავარმა მწვრთნელმა კობა თედიაშვილმა.საფეხბურთო კლუბმა „ბორჯომმა“ დღეს მე-11 გამარჯვება მოიპოვა. 24 მატჩის შემდეგ გუნდს „ეროვნულ ლიგა 3“-ში 35 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ამ გამარჯვების შემდეგ მესამე ადგილზე მყოფ „სამგურალთან“ სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა. ბორჯომელებს წინ კიდევ 12 მატჩი აქვთ და „ეროვნულ ლიგა 2“-ში აღზევებას ეცდებიან.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი
საზოგადოება
სამართალი