შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქსტატი - ოქტომბერში ფასები გაიზარდა კომუნალურებზე, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტზე, ფეხსაცმელზე და ტანსაცმელზე

ეკონომიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
 02 ნოემბერი 2018
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2018 წლის ოქტომბერში ინფლაციის სტატისტიკას აქვეყნებს.

2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,3 პროცენტი შეადგინა.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 6,3 პროცენტით,

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6 პროცენტიანი ზრდა.

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,4 პროცენტით.
შესაბამისად,

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 0,7 პროცენტით,

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,6 პროცენტით,

როგორც საქტსატის მონაცემებიდან ირკვევა, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში ფასები შემცირდა კვების სექტორში. სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში ფასი 0.3%-ით არის შემცირებული.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება
საზოგადოება
საზოგადოება