შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გია ვოლსკი NDI-ის კვლევაზე - რეალური სურათი იმ კვლევებშია დადებული, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41335 
 17 სექტემბერი 2019

რეალური სურათი იმ კვლევებშია დადებული, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგებს.

მისი განცხადებით, ხელისუფლების მუშაობა ორიენტირებულია მათსავე კვლევის შედეგებზე და არა იმ კვლევაზე, რომელიც მისი თქმით, პოლიტიკურად არის ანგაჟირებული.

"ყველა საკითხი, რომელიც გამოკითხვაშია ჩამოყალიბებული, ყოველდღიურად შეისწავლება სამთავრობო სტრუქტურების მიერ. თავად კვლევაზე ჩვენი დამოკიდებულება იცით. კვლევის შედეგები ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია იმ საინფორმაციო ველზე, რომელიც ქვეყანაში იქმნება. რეალური სურათი, რასაკვირველია, იმ კვლევებშია დადებული, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია. შესაბამისად, მუშაობაც ამ კვლევებზეა ორიენტირებული და არა კვლევებზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად არის ანგაჟირებული.

ჩვენი კვლევები ამბობს, რომ იგივე ინფრასტრუქტურის პროექტებში დიდი თანხების შემოტანა, რასაკვირველია, გამოიწვევდა დასაქმების ზრდას, თუმცა მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა მთავარი გამოწვევა მაინც დასაქმების თემა რჩება. სოციალურ თემებშია საკმაოდ სერიოზული პოზიტივები, მაგრამ ამასაც შენარჩუნება უნდა.

პრობლემებს არათუ ვგრძნობთ სახელისუფლებო გუნდი, არამედ ვითავისებთ პასუხისმგებლობსაც. უპასუხისმგებლო ხელისუფლება უკვე გვყავდა.

ხელისუფლება ვალდებულია ყოველგვარი კვლევის გარეშე ჰქონდეს ტენდენციების ზუსტი შეფასება და ანალიზი. ეს შეფასებები გვიჩვენებს ძირითადად მონაცემებს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია