შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე: ადამიანის უფლებები; ნაადრევი ქორწინება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/12740 
 19 სექტემბერი 2019
მეგობრობის ხიდი ქართლოსის და კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით პროექტის 2.0-ის ფარგლებში გორის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე: ადამიანის უფლებები; ნაადრევი ქორწინება. პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამართლებრივი გაძლიერება, ახალგაზრდული აქტივიზმის ხელშეწყობა და ახალგაზრდებსა და სამართალდამცავებს შორის ურთიერთობის, ნდობის დამყარება და აღდგენა. აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13-დან 26-წლამდე ახალგაზრდები. ,,ოჯახური ძალადობა ყველა ქვეყანაში მწვავე საკითხია, არ აქვს მნიშვნელობა განვითარებადი ქვეყანაა თუ განვითარებული. მსგავს პრობლემებს საქართველოშიც ხშირად ვაწყდებით. დღეს ახალგაზრდებმა მივიღეთ ინფორმაცია კანონის შესახებ, რომელიც ძალადობის დროს მოქმედებს.“-აღნიშნა შეხვედრის მონაწილემ რუსუდან ბზიშვილმა. ტრენინგის დროს გაიმართა დისკუსია ადგილობრივი სამართალდამცავებისა და ახალგაზრდებს შორის. ,,როგორც მოგეხსენებათ, შშს-მ შემაკავებელი ორდერის რისკის შეფასების ინსტრუმენტი დანერგა, რითიც შესაძლებელი გახდა უკეთესად განისაზღვროს ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა. რისკის შეფასების ინსტრუმენტმა მოგვცა იმის საშუალება, რომ არა მხოლოდ თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს პოლიციელმა გადაწყვეტილება, არამედ კითხვარის მეშვეობითაც განსაზღვროს რისკის დონე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება გამოწეროს შემაკავებელი ოქმი, დაიწყოს გამოძიება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები