შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში პოლიტიკოსები ჩაუდგებიან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41352 
 18 სექტემბერი 2019

პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელს ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში პოლიტიკოსები ჩაუდგებიან. ამის შესახებ “2020NEWS”-ს ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გაცნობა მოხდება და ამასთანავე მოსამართლე აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

ჭაბაშვილის განცხადებით, ისინი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ და გირაოს სახით 500 000 ლარს შესთავაზებენ.

“ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გაცნობა მოხდება, ამაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ. გარდა ამისა, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების საკითხზეც უნდა იმსჯელოს, დატოვოს ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში, თუ შეცვალონ ღონისძიება. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოვითხოვთ და გირაოს შევთავაზებთ 500 000 ლარის ოდენობით, ასევე პირადი თავმდებები გვეყოლება პოლიტიკოსები და არა მარტო ისინი“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლია ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 19 სექტემბერს 14:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია