შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ყველაზე მთავარი სიტყვა საქართველოში არის - "გვეშველება რამე"? გვეშველება!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41423 
 20 სექტემბერი 2019

არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ყველაზე მთავარი სიტყვა საქართველოში არის - "გვეშველება რამე"? მე უნდა ვუთხრა ყველას - გვეშველება! თუ ერთად ვიქნებით, გვეშველება, თუ პროგრამას დავდებთ, გავერთიანდებით და თანამდებობისთვის კი არ ვიბრძოლებთ, ქვეყნისთვის ვიბრძოლებთ.

ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე მიღწეული გვაქვს, თურმე ახლა იწყება ყველაფერი 30 წლის შემდეგ თავიდან. სანამ სული გვიდგას, სანამ ჯანი გვაქვს, სანამ ვიცით საქმე როგორ გავაკეთოთ, ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის, რაც თავისუფლების გარეშე არ ხდება.

ერთმა ყველაზე მთავარმა იდეამ უნდა გაგვაერთიანოს - ჩვენ უნდა ვიყოთ გამარჯვებული ქვეყანა, ბედნიერების ქვეყანა უნდა იყოს ეს ქვეყანა, ამის შანსი გვაქვს ჩვენ და ეს შანსი არის ერთი წელი, ჩვენ უნდა დავდოთ ლელო, გავიტანოთ და გამარჯვებული ქვეყანა უნდა გავხდეთ, ავაშენოთ ხიდები ჩვენს გულებში, მივუტევოთ ერთმანეთს, ამოვიღოთ ღვარძლი.

ჩემი პირველი გამოსვლაა და თქვენ სამსახურში მიგულეთ, ამ ბიჭების სამსახურში მიგულეთ, იქ სადაც გაჭირვებული კაცი იქნება, იქ მიგულეთ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა