შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

KTW ყურძენს არაზუსტი სასწორით წონიდა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/samarthali/article/31487 
 23 სექტემბერი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ქარხნის სასწორზე, სამართალდამცველებმა  კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც მევენახეებისგან ყურძენის ჩაბარების დროს წონას ხელოვნურად ამატებდა.
საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის გამოც კომპანიამ რამდენიმე საათის განმავლობაში ყურძნის მიღების პროცესი შეაჩერა. მიღება დღეს დილიდან განახლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია