შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკანალიზაციო სისტემის დაზიანების გამო, ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერში ფეკალიები ამოდის. დაბინძურებულია ის ტერიტორია, სადაც საბავშვო ატრაქციონები დგას.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 19 ნოემბერი 2018
საკანალიზაციო სისტემიდან ამოსული ფეკალიებით ბორჯომის პარკში, დაახლოებით, 100 მეტრზე მეტი ფართობია დატბორილი.ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება „წყალმომარაგების კომპანიის“ ვალდებულებაა: „ჩვენ გავედით ადგილზე და შევამოწმეთ, ფეკალიები კანალიზაციის ჭიდან ამოდის, როგორც კომპანიაში გვითხრეს გორიდან უნდა ჩამოიყვანონ სპეციალური მანქანა, რომელიც პარკში დაგროვილ ფეკალიებს ამოტუმბავს“. ბორჯომში წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს ტელეფონი გამორთული აქვს. სათავო ოფისიდან კი პასუხს ამ დრომდე ველოდებით.ადგილობრივები ამბობენ, რომ სკვერი ფეკალიებით მეორე დღეა იტბორება.[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა