შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამოქალაქო ორგანიზაცია ,,მე ვიცავ თავისუფლებას“ ხვალ გორში შეხვედრას გამართავს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 20 ნოემბერი 2018
21 ნოემბერს გორში სამოქალაქო ორგანიზაცია ,,მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრას გამართავს. შეხვედრას დავით მაღრაძე, გოგა ხაინდრავა და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გაუძღვებიან. სამოქალაქო ოქგანიზაცია ,,მე ვიცავ თავისუფლებას“ ნოემბრის დასაწყისში შეიქმნა. ორგანიზაციის წევრის, ჯაბა ახოიშვილის თქმით შეხვედრის მიზანია მოქალაქეებს მოუწოდონ საბრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა. ,,ჩვენ უკვე გავმართეთ შეხვედრები თბილისში, თელავში და ბათუმში, ხვალ ვაპირებთ გორის მოსახლეობასაც შევხვდეთ. ჩვენი მიზანია მოვუწოდოთ მოსახლეობას მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და ყველამ ერთად უარი ვუთხრათ იმ რეჟიმის დაბრუნებას, რაც სააკაშვილის დროს იყო.“- განაცხადა შიდა ქართლი საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ჯაბა ახოიშვილმა. შეხვედრა 14:30 სათზე გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები