შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თალაკვაძე: ჩვენი მიზანია, ბიუჯეტში თითოეულმა მოქალაქემ დაინახოს თავისი თავი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41473 
 24 სექტემბერი 2019

“თითოეული მუხლი, თითოეული პუნქტი, როდესაც ახალი ბიუჯეტის ფორმირება მოხდება, მოქალაქეებისთვის უნდა იყოს სათანადოდ განმარტებული. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თითოეულმა მოქალაქემ დაინახოს თავისი თავი, ჰქონდეს განცდა, რომ ეს მისი ბიუჯეტიც არის, რომელიც მისი გადასახადებისგანაც შედგება. მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველმა ჩვენმა თანამოქალაქეებმაც მკაფიოდ და გასაგებად გაიგონ, თუ რა ცვლილებები და რა სიახლეები იქნება მათთვის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული. ამისთვის მოგვიწევს დამატებით მსჯელობა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ პარლამენტმა გარდა საკომიტეტო განხილვებისა, რომ მეტი კომუნიკაცია შედგეს ჩვენს მოქალაქეებთან. გთხოვთ, მოვემზადოთ ამ სამუშაო შეხვედრისთვის.
 
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია