შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გვარამიას „სამზარეულოს ომები“ კეზერაშვილის ტელევიზიაზე გავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41516 
 26 სექტემბერი 2019

„სამზარეულოს ომები“, რომელიც „რუსთავი 2“-ზე გადიოდა და რომლის ჟიურის წევრიც ნიკა გვარამია იყო, ამიერიდან ტვ „ფორმულაზე“ გავა, რომლის მეწილეც თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.

„უმეტესობამ კი იცით, სად უნდა ნახოთ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონი; ახალი ქართული სერიალი, რომელსაც ძალიან შეიყვარებთ; "სამზარეულოს ომები" რომლის შეყვარებაც უკვე მოასწარით; ბევრი ახალი და ძალიან საინტერესო პროექტი, რომელსაც უყურადღებოდ არ დატოვებთ; სად უნდა დაიწყოთ დილა ეკა სამხარაძესა და "დილა მშვიდობისას" გუნდთან ერთად -
და სად უნდა უყუროთ ახალ ამბებს - ყოველდღე, ყოველთვის როცა რაღაც ხდება - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.
პირველი ოქტომბრიდან გვიპოვეთ ყველგან, სადაც ტელევიზორია, ან ინტერნეტი,“ - წერს „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია